ჯონ უილიამსი
ავტორი
უცხოელი
ჯონ ედვარდ უილიამსი (ინგლ. John Edward Williams; დ. 29 აგვისტო, 1922, ტეხასი — გ. 3 მარტი, 1994, არკანზასი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, რედაქტორი და პროფესორია. იგი ცნობილია რომანებით „სტოუნერი“ და „ავგუსტუსი“.
უილიამსი გაიზარდა ტეხასის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ. მამინაცვალი მუშაობდა საფოსტო განყოფილებაში. ლიტერატურული და თეატრალური ნიჭის მიუხედავად, უილიამსი პირველი კურსის შემდეგ ყველაზე ადგილობრივი კოლეჯიდან გარიცხეს. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებსა და რადიოებში, შემდეგ 1942 წლის დასაწყისში დაიწყო სამხედრო სამსახური აშშ-ს საჰაერო ძალებში, სადაც მსახურობდა ორწლინახევრით სერჟანტად, ის ინდოეთსა და მიანმარში იმყოფებოდა. მსახურობის დროს მან დაიწყო მუშაობა თავის პირველ რომანზე, „არაფერი გარდა ღამისა“ (Nothing but Night), რომელიც 1948 წელს გამოიცა.