რეზო ჭეიშვილი

რეზო ჭეიშვილი

ავტორი

ქართველი

რევაზ (რეზო) ჭეიშვილი —  (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015, ქუთაისი) ქართველი მწერალი და დრამატურგი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

რევაზ (რეზო)  ჭეიშვილი დაიბადა  ქუთაისში (საქართველოს რესპუბლიკა) 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ ''პირველ სხივში'' და ახალგაზრდულ ჟურნალ ''ცისკარში'' გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ-ფილმში'' რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე".
1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ ''განთიადის'' მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში.