იასონ ბადრიძე

იასონ ბადრიძე

ავტორი

ქართველი

იასონ ბადრიძე (1944) - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,
იგი, მამის მსგავსად, აქტიურად მისდევდა სპორტს (პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, საქართველოს ჩემპიონის წოდება ძალოსნობაში იუნიორთა შორის), რაც შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში გამოადგა, როცა, მგლებთან ერთად ნადირობისას, დღეში ათობით კილომეტრის გარბენა უწევდა.

უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ეთოლოგიით (ცხოველთა ქცევით) დაინტერესდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ წყალობდნენ. ივანე ბერიტაშვილის რჩევით, კონრად ლორენცის ნაშრომებს გაეცნო. ამავე დროს გადაწყვიტა, მგლის ქცევა ბუნებაში შეესწავლა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს მისი წიგნი „ამბავი მგლისა და კაცისა“.

1968-1976 წწ. იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანების ქცევისა და ეკოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან გარემოს დაცვის ინსტიტუტის კონსერვაციული ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემით „ტყვეობაში გაზრდილ მსხვილ მტაცებელ ძუძუმწოვართა ბუნებაში რეინტროდუქცია. პრობლემა და მეთოდი“.