ჯონ აპდაიკი
ავტორი
უცხოელი
ჯონ აპდაიკი (18 მარტი, 1932 - 27 იანვარი, 2009) ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი, პოეტი და კრიტიკოსია. იგი არის ოცზე მეტი რომანის, ათობით მოთხრობათა თუ პოეტური კრებულისა და, ასევე, საბავშვო წიგნების ავტორი. მწერალი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალთან „New Yorker”, წერდა მათთვის რეცენზიებსა და აქვეყნებდა თავის ლექსებსა და მოთხრობებს. აღსანიშნავია, რომ ურიცხვ პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიას შორის აპდაიკს ორჯერ აქვს მინიჭებული პულიცერის პრემია.