ორიანა ფალაჩი

ორიანა ფალაჩი

ავტორი

უცხოელი

იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფალაჩი იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ფალაჩის სტატიები და ინტერვიუები მსოფლიო ლიდერებთან – ინდირა განდისთან, ჰენრი კისინჯერთან, გოლდა მეირთან თუ სხვებთან – სიმძაფრითა და შეუპოვრობითაა ცნობილი. ფალაჩის ზოგიერთ მოსაზრებას, მათ შორის, ისლამისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას, 2000-იანების დასაწყისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.