ნესტან კუპრავა
ავტორი
ქართველი
ნესტან კუპრავა (1956) - საბავშვო მწერალი, მენტორი პედაგოგი. წერს საბავშვო ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, პიესებს. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: ჯადოსნური სიტყვები“-(გამომცემლობა „დიოგენე“), „დიდი აურზაური“, „მივიწყებული ქვეყანა“, „რიგელი და ბეტელგეიზე“, „მხიარული მატარებელი“, „რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი“-(საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი-G-Pried-ის პროექტი), „იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის“-(„ქარჩხაძის გამომცემლობა“). 2020 წელს გაიმარჯვა ლიტერატურული კონკურსში „ოქროს ბუმბული“, ნომინაციაში „ საუკეთესო საბავშვო რომანი“ წიგნით „იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის“.
არის I კლასის ქართული ენის გრიფირებული სახელმძღვანელოს -„მშობლიური ენის“ თანაავტორი.