ნიკოს კაზანძაკისი

ნიკოს კაზანძაკისი

ავტორი

უცხოელი

ნიკოს კაზანძაკისი (1883 – 1957) ბერძენი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მუსიკოსი და ფილოსოფოსი.  დაიბადა მიწათმოქმედების ოჯახში, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში, როდესაც კუნძული ჯერ კიდევ ოსმალური იმპერიის ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული. ჰყავდა ორი და და ერთი ძმა,ძმა მცირე ასაკში გარდაეცვალათ. 1897წლიდან სასწავლებლად კუნძულ ნაქსოზე არსებულ ფრანგულ სკოლაში გაემგზავრა, სადაც ფრანგული და იტალიური ენები შეისწავლა. 1899წელს კვლავ ჰერაკლიონში დაბრუნდა და გიმნაზია დაასრულა. 1902წელს საცხოვრებლად ათენში გადავიდა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო,ხოლო 1907წლიდან პარიზში ცხოვრობდა და ფილოსოფიას სწავლობდა. საბერძნეთში დაბრუნებულმა ახლო ნაცნობობა გააბა ანგელოს სიკელიანოსთან,მასთან ერთად შემოიარა საბერძნეთის ისტორიული ადგილები, სადაც კი შემორჩენილი იყო ქრისტიანული ნაგებობები და არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი კულტურული მასალა. 1919წლიდან, როგორც სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი, პონტოელი ლტოლვილების კავკასიიდან სამშობლოში დაბრუნებას ხელმძღვანელობდა.