ნინო თევზაძე
მთარგმნელი
ქართველი
ნინო თევზაძე (1992) - დაამთავრა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის განხრით. წარჩინებით მოიპოვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ლონდონში, კრეატიულ და პროფესიულ წერაში. თარგმნიდა ქართულიდან ინგლისურ ენაზე, თუმცა, ოცნებად ჰქონდა ჯონ უილიამსის “სტოუნერი” ხელმისაწვდომი გამხდარიყო ქართველი მკითხველისთვის - და ასე შედგა მისი დებიუტი, როგორც მთარგმნელის ინგლისურიდან ქართულ ენაზე.
ამ ეტაპზე, წერს რომანს ნორვეგიელი მწერლის, დაგნი იუელის, შესახებ.