ზურაბ მამნიაშვილი

ზურაბ მამნიაშვილი

მთარგმნელი

ქართველი

ზურაბ მამნიაშვილი (1962) - სინოლოგი. 1984 წელს დაამთავრა სპი-ის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1988 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჩინური ენის მასწავლებლის სპეციალობით; 1991-1993 წლებში ჩინურ ენაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლობდა პეკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1991 წლიდან ცხოვრობს ჩინეთში, ქ. პეკინში. მისი პირველი თარგმანია უძველესი ჩინური ტრაქტატი ''სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ''. 2013 წლიდან ქართველ სინოლოგთა ჯგუფთან ერთად მუშაობს ჩინურ-ქართული ლექსიკონის პროექტზე და არის ამ პროექტით შექმნილი ''დიდი ჩინურ-ქათული ონლაინლექსიკონის'' (www.chinese.ge) მთავარი რედაქტორი.