ლელა სამნიაშვილი
მთარგმნელი
ქართველი
ლელა სამნიაშვილი (1977) - პოეტი, მთარგმნელი. 1999 წელს დაამთავრა უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, 2001 წელს კი სინქრონული თარგმანის განყოფილება. 2002-2004 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, 2017 წელს კი განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
არის შვიდი პოეტური კრებულის ავტორი. არის ლიტერას და საბას ლაურეატი პოეზიის ნომინაციაში. ქართულად გამოცემულია მის მიერ თარგმნილი სილვია პლათის ლექსების კრებული, პლათის ავტობიოგრაფიული რომანი “ზარხუფი”, ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახი”, უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა ტექსტები ინგლისურენოვანი ლიტერატუტიდან.