დავით გოგინაშვილი

დავით გოგინაშვილი

მთარგმნელი

ქართველი

დავით გოგინაშვილი დაიბადა 1983 წ. ქ თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ფაკულტეტი იაპონისტიკის განხრით. 
2011 წელს გახდა იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მაგისტრი. ხოლო 2016 წელს მიენიჭა იმავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. ამჟამად მუშაობს იაპონიაში საქართველოს საელჩოში, კეიოს უნივერსიტეტში და ტოკიოს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში.
2017 წელს პირველად ბედი თარგმანშიც სცადა და იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ თარგმნა, რომელიც 2018 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა.