ალექსანდრე ქორელი

ალექსანდრე ქორელი

მთარგმნელი

ქართველი

1964 წელს დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1966 წლიდან დაიწყო მუშაობა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ნერვული მოქმედების ონტოგენეზის (შემდგომში ემოციათა ფიზიოლოგიის) ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1979-1989 წლებში ეკავა უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ხოლო 1989 წლიდან სათავეში ჩაუდგა ემოციათა ფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2006 წლამდე. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანზაციის შემდეგ, 2006 წლიდან დაინიშნა და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომლად. 

ალექსანდრე ქორელი ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომისა. ამავე დროს იგი ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც. მან თარგმნა ქართულ ენაზე სელიეს წიგნი „სტრესი დისტრესის გარეშე“, ფარლი მოუეტის „ნუ იყვირებ, მგელი, მგელი“, ნ.სხირტლაძესთან თანაავტორობით შეადგინა და გამოსცა ნეიროფიზიოლოგიურ ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი.

ა. ქორელი იყო ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოებისა და საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაციის წევრი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.