ნანა კიკნაძე

ნანა კიკნაძე

მთარგმნელი

ქართველი

ნანა კიკნაძე(1950) - მეცნიერულ-მხატვრული წიგნების მთარგმნელი, მეცნიერი-რედაქტორი. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1995). თარგმნის ტრადიცია ოჯახიდან მოსდევს. რამდენიმე მოთხრობის და 14 წიგნის მთარგმნელი რუსული და ინგლისური ენებიდან. ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული 15 წიგნის (მათ შორის რამდენიმე სახელმძღვანელო და პუბლიცისტური ნაწარმოები) რედაქტორი. 
ქართულ ენაზე (1986) გამოცემული მეცნიერულ-მხატვრული წიგნის „გენეტიკის საოცრებანი“ თანაავტორი. 
1980-1986 წლებში თანაავტორთან ერთად გამოსაცემად მოამზადა (გამოკვლევა და საძიებლები დაურთო) XVIII საუკუნის ხელნაწერი ძეგლი იოანე ბაგრატიონი - საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი.