ხათუნა ხაბულიანი
მთარგმნელი
ქართველი
ხათუნა ხაბულიანი (1965) - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, არტ კრიტიკოსი, კურატორი - ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი) და მოწვეული პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს (ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი), კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის მიმართულებით. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების - ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. აკადემიური გამოცემის - ARTMARGINS-ის ბორდის წევრი(2011-2013). საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და CIMAM-ის 2014 წლის კონფერენციაზე დოჰაში (ყატარი). მისი სადოქტორო კვლევის თემა ეხება პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებასა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციას. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა რედაქტორისა და პროექტ-მენეჯერის პოზიციებზე. ინგლისურიდან ქართულად თარგმნილი აქვს: 1) ჯეკ უეზერფორდი. ჩინგიზ ყაენი. ბიოგრაფიული ცენტრი, 2012. 2) არტურ დანტო. ხელოვნების დასასრულის შემდეგ. თსსა.2014 (8-11 თავები). 2016 წელს იყო ჯილდო „საბას“ ფინალისტი ნომინანტი (ნომინაცია: საუკეთესო ელექტრონული წიგნი) კრებულით „პუბლიკაციები“.