ნინო  ქაჯაია

ნინო ქაჯაია

მთარგმნელი

ქართველი

ნინო ქაჯაია (1957) – 1982 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1981 – 2007 წლებში მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციაში, ჯერ ხელოვნების, მერე თარგმანის განყოფილებაში. გარდა ამისა, 1999 – 2002 წლებში მუშაობდა ქართული პენ-კლუბის გაზეთსა და შემდგომ ჟურნალში „ქომაგი“, 2001 წელს - ვახუშტი კოტეტიშვილის გაზეთში „ქართული სიტყვა“ - თარგმანის განყოფილებებში. ამ წლებში სალიტერატურო პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი თარგმანები. 
არის ავტორი თარგმანებისა: ჯ. ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“, თ. ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო", უ. გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ და ა.შ.