ირმა ტაველიძე
მთარგმნელი
ქართველი
ირმა ტაველიძე - მწერალი, მთარგმნელი. წერს მოთხრობებს, ესეებს. თარგმნის ინგლისური და ფრანგული ენებიდან. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, ჯ.მ. კუტზეეს, მიშელ უელბეკის წიგნები. სხვადასხვა დროს იყო ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმისა და საქართველოს მწერალთა სახლის სტიპენდიატი.
ფიქრობს, რომ მისი ენის საზღვრები მისივე სამყაროს საზღვრებია - ლუდვიგ ვიტგენშტაინის ეს გამონათქვამი უფრო და უფრო მიმზიდველად ეჩვენება. სხვა ცხოვრებაში ვლადიმირ ნაბოკოვის შემოქმედების მკვლევარი და მთარგმნელი იქნებოდა. ან ენის ფილოსოფიას შეისწავლიდა. მისი წარმოდგენით, მთარგმნელის ამოცანაა, კეთილი საქმე ისე აკეთოს, რომ ანგელოზივით უხილავი დარჩეს - არ დატოვოს იოლად ამოსაცნობი კვალი, არ მოხიბლოს თავისივე ხმის ექომ.