თამარ ლომიძე
მთარგმნელი
ქართველი
თამარ ლომიძე - 1998 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი თანამედროვე ლიტერატურაში - უნივერსიტეტი პარიზი 3 - ახალი სორბონა, საფრანგეთი. 1999 წელს გახდა თსუ-ის რომანული ენების ფილოლოგიის მაგისტრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფრანგული ენის მასწავლებლად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. არის ფრანგული ენის გრიფირებული სახელმძღვანელოს Bien joué! 1, 2, 3 და 4-ის სავარჯიშოების რვეულის თანაავტორი („დიოგენე“). 2001-10 წლებში იყო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ლინგვისტური თანამშრომლობის ატაშეს ასისტენტი. 2001 წლიდან დღემდე არის DELF-ისა და DALF-ის გამოცდების ორგანიზატორი, ტრენერი, გამომცდელი და გამსწორებელი. 2005 წლიდან დღემდე არის გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ოლიმპიადების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ფრანგული ენის გამსწორებელი. ასევე, 2010 წლიდან დღემდე არის კავკასიის ფრანგული სკოლის დირექციის ასისტენტი. 2008 წელს მიიღო საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ღირსების მედალი, 2017 წელს კი გახდა საფრანგეთის რესპუბლიკის აკადემიური პალმის რტოს მედლის კავალერი.
არის ავტორი თარგმანებისა: „ალმა“, „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ და ა.შ.