გია ბერაძე
მთარგმნელი
ქართველი
გია ბერაძე განათლებით ინჟინერი, ინგლისური ენის სპეციალისტი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა წლებში თარგმნილი აქვს 50-მდე მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის ჯეიმს ჯოისის, ჯერომ სელინჯერის, ჯ. მ. კუტზეეს, ოლდოს ჰაქსლის, ბერტრან რასელისა და სხვების ტექსტები. მისი თარგმანები პერიოდულად იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში: „ჩვენი მწერლობა“, „აფრა“, „ალტერნატივა“, „განთიადი“, „ენიგმა“ და სხვა. ამჟამად არის სასულიერო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ასწავლის მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას.