რუკები

რუკები

ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.
 

„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.

55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება. ზურგის ქარს გისურვებთ!

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

რუკები

ISBN

9789941115592

გვერდების რაოდ.

116 გვერდი

ყდა

მაგარი ყდა

კატეგორია

საბავშვო შემეცნებითი

წელი

2017

წონა

1,238 კგ