უკვდავება

უკვდავება

თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას რომანი „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ.

პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

უკვდავება

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

სერიის დასახელება

ET CETERA

ISBN

9789941115578,

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

366 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წონა

0,308 კგ