
ამერიკული პასტორალი
სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ.
სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
1998 წელს რომან „ამერიკული პასტორალისთვის” ფილიპ როთს (1933) პულიცერის პრემია მიენიჭა.
წიგნის დეტალები
სათაური
ამერიკული პასტორალი
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
97899411148161
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
612 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,508 კგ