ახალი
Legal English dialogues  ( იურიდიული ინგლისური )

Legal English dialogues ( იურიდიული ინგლისური )

ეს წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს იურისტებს და ასევე ნებისმიერ სხვა პირს, ვისაც სურს, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით თავდაჯერებულად დაამყაროს კომუნიკაცია  უცხოელ კოლეგებთან და კონსულტანტებთან, შეძლოს ინგლისურენოვან გარემოში წარმატებით მუშაობა. სტუდენტები, სამართლის სპეციალისტები, ადვოკატები, ნოტარიალურ და იურიდიულ ოფისებში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი პროფესიონალები, იურისპუდენციით დაინტერესებული პირები რეალური სასწავლო და სამუშაო სიტუაციების ამსახველი დიალოგების მეშვეობით შეძლებენ, გამოიმუშაონ საჭირო ლინგვისტური უნარები და 
გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე. წიგნში მოცემული ლექსიკური მასალა
განკუთვნილია ინგლისური ენის B1-B2 დონის შემსწავლელთათვის.

რას გვთავაზობს წიგნი?
12 დიალოგს, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესსამყაროს მნიშვნელოვან თემებზე. დიალოგები ასახავს:  გასაუბრების პროცესს, თანამშრომლებთან კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აქციონერებთან, მარკეტინგულ კამპანიას, სამუშაო გარემოსა და ორგანიზაციული კულტურას. ასევე, მარკეტინგის საკონსულტაციო საკითხებს, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციისა და საგადახადო თემებს, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ფინანსური სახსრების მოძიების გზებსა და აუდიტორულ დასკვნას;
ლექსიკურ დავალებებს, რომლებიც ბიზნესტერმინოლოგიის გამოყენებასა და ათვისებაზეა ორიენტირებული;
თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება;
სალაპარაკო უნარებზე ორიენტირებულ თემატურ კითხვებს;
მოცემული  დიალოგების თემატიკის შესაბამის მოსასმენ დავალებებს;
შემაჯამებელ დავალებებს ყოველი ოთხი დიალოგის შემდეგ;
50 ყველაზე ხშირად გამოყენებად იდიომას, ახსნილს კონკრეტული მაგალითებითა და ტესტური დავალებებით.
 
წიგნს გააჩნია როგორც თვითმასწავლებლის, ისე სასწავლო აუდიტორიაში გამოსაყენებელი რესურსის ფუნქცია.

სრულად