26%
ახალი
ციცქნას თავგადასავალი

ციცქნას თავგადასავალი

ცნობისმოყვარე და უშიშარი ციცქნა ქალაქში წასვლას აიტეხავს. გზად ერთ უცნაურ თოჯინას – მუცელკარტოფილა, პომიდორისთავა კლაპიტონას - დაუმეგობრდება და ერთად გაემართებიან თავგადასავლების საძიებლად.მაგრამ ქარიშხალი ყველაფერს ცვლის – ადიდებული წყალი მეგობრებს გზას აუბნევს და ისინი ომთა ქვეყანაში აღმოჩნდებიან, სადაც სიცილი აკრძალულია და ყველა დაუმორჩილებელს საპატიმრო ელოდება...ციცქნა და კლაპიტონა უამრავ ხიფათს გადაურჩებიან, მოხერხებულობითა და გულკეთილობით კი ისეთ ძლიერ მტერსაც კი დაამარცხებენ, როგორიც ბოროტი მეფე ყურფამფალაა.

 

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია!

მეგობრებს წინ შოკოლადის ქალაქი, თხუპნიეთი და ცისფერკაბიანთა სამეფო ელის. ალბათ, იმასაც იკითხავ, რას აკეთებს ყდაზე ეს რკინის ბიჭუნა თავისი მფრინავი ელექტროცხენით... ჰმ, საინტერესო კითხვაა,  პასუხი კი  სადღაც ფურცლებს შორის იმალება!

სრულად