26%
ახალი
ნოტრ-დამ-დე-ფლერი

ნოტრ-დამ-დე-ფლერი

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტექსტი ჟენემ ფრესნის ციხეში დაასრულა, სადაც მარსელ პრუსტის წიგნის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

ჟენესთვის წერა წესრიგის უარყოფაა — ეს არის ბრძოლა ისტორიის ყველა ეპოქის ზნეობრივ ნორმებთან, სოციალური ჰარმონიის უკუგდება და სისასტიკის გამომზეურება. „ნოტრ-დამ-დე-ფლერის“ ამოცანაც სწორედ ეს არის — შეახსენოს მკითხველს, რომ მაშინაც კი, როცა გგონია მყარ ნიადაგზე დგახარ და სინათლე გზას გიკვალავს, ბნელ კუთხეებში კვლავ ბუდობენ იდუმალი დემონები, რომლებიც წესიერების ნიღბის მიღმა სინამდვილის სხვა, უფრო ქაოსურ და მაცდურ სახეს აჩენენ.

რომანის სიუჟეტი დანაშაულისა და ვნების ფრანგულ ქვესამყაროში ვითარდება და იქმნება კრიმინალური, ჰომოეროტიკული პანორამა, სადაც მორალი თავდაყირა დგება და ცოდვა სანახაობად იქცევა. ჟენეს პერსონაჟები — ქურდები, მკვლელები და მეძავები — თავიანთ იდუმალ, თითქმის წმინდა ტრანსგრესიაში ახალ ესთეტიკას ქმნიან, რომელშიც სიბინძურე სილამაზესავით მკაფიოა. 
 

სრულად