24%
ახალი
დღეთა ქაფი

დღეთა ქაფი

ბორის ვიანი მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ყველაზე უჩვეულო ავტორია. მისი ეს რომანი კი - სიურრეალიზმის, ტრაგედიისა და სიყვარულის  სრულყოფილი სინთეზი. როგორც რემონ კენო ამბობდა, “დღეთა ქაფი” სიყვარულზე დაწერილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე მეტად მოგიკლავთ გულს.
ახალგაზრდა კლოეს შეძლებული და მიმზიდველი კოლენი უყვარდება და ეს, ერთი შეხედვით, მხიარული ამბავი სიყვარულზე, თვალსა და ხელს შუა, დიდ და უცნაურ ტრაგედიად გარდაიქმნება. 
 

 

არანაკლებ საინტერესონი არიან რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ჟან სოლ პარტრის (ჟან პოლ სარტრის პაროდია) ხელნაწერებისა და ჩიბუხისგან ამომწვარი შარვლების შემგროვებელი შიკი; ნიკოლა, რომელიც საეჭვოდ ჰგავს პ.გ. ვუდჰაუსის პერსონაჟ ჯივზს; სამზარეულოს თაგვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ მზის სხივების ონკანზე შეხების ხმა…

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მარტივ, მეტიც, ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან გვაქვს საქმე, “დღეთა ქაფი” ეპოქალური ტექსტია, რომელიც სიურრეალისტური სიმსუბუქით ანეიტრალებს ცხოვრების სიმძიმეს.
 

სრულად