
Educational English Dialogues (საგანმანათლებლო ინგლისური)
ვისთვის არის წიგნი განკუთვნილი?
ღირებული რესურსია მასწავლებლებისთვის, მასწავლებლობის მსურველებისთვის, ლექტორებისთვის, განათლების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და ჩაწვდნენ გლობალური საგანმანათლებლო პრაქტიკის ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს. თქვენ შეძლებთ გაიფართოვოთ ცოდნა თანამედროვე მეთოდიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიების შესახებთ საგანმანათლებლო თემებზე გააზრებულ დისკუსიაში ჩართვას.
რას გვთავაზობს წიგნი?
12 დიალოგს, რომლებიც ორიენტირებულია განათლების სფეროს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე,როგორებიცაა:
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სწავლის უნივერსალური დიზაინი და ინკლუზიური განათლება, გაკვეთილის დაგეგმვა, საკლასო მართვა, შეფასება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მეტაკოგნიცია, გლობალური მოქალაქეობა, ციფრული წიგნიერება, ექსტრაკურიკულური აქტივობები, სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევების განვითარება და მასწავლებლის პროფესიული განვითარება. დიალოგებში მონაწილეობენ ქართველი მასწავლებლები და უცხოელი მოხალისე კოლეგა, რომლებიც განიხილავენ სწავლა-სწავლების მნიშვნელოვან საკითხებს და თანამშრომლობის გზით ცდილობენ, იმ ამოცანების გადაჭრას, რომელთა წინაშეც დგანან ყოველდღიურ საკლასო პრაქტიკაში.
წიგნი ასევე შეიცავს ლექსიკურ დავალებებს, რომლებიც ორიენტირებულია განათლებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენებასა და ათვისებაზე, კერძოდ:
- თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება;
- თემატურ კითხვებს ათვისებული ლექსიკური მასალის გამოსაყენებლად, სადისკუსიო თემაზე თვალსაზრისის გამოსახატად და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განსამტკიცებლად;
- თემატიკის შესაბამის მოსასმენ დავალებებს სავარჯიშოებით;
- 50 ყველაზე ხშირად გამოყენებულ იდიომას, თარგმნით, კონტექსტუალური მაგალითებითა და ტესტური დავალებებით.
წიგნს აქვს როგორც თვითმასწავლებლის, ისე სასწავლო აუდიტორიაში გამოსაყენებელი რესურსის ფუნქცია.