ახალი
სამი ქალი

სამი ქალი

რობერტ მუზილი (1880 – 1942) იმ მწერალთა რიცხვს არ ეკუთვნოდა, რომლებიც ზურგს აქცევენ რეალურ სამყაროს წარმოსახვითის გულისთვის. მწერლის მიზანი არასდროს ყოფილა გამაბრუებელი, ლამაზი ფიქციის შექმნა, მკითხველს მახინჯ სინამდვილეს რომ გადაავიწყებდა. პირიქით, მუზილი თვლიდა, რომ ლიტერატურა ადამიანთა სულიერ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
 

„სამ ქალში“ მან ლეგენდის, მითისა და ზღაპრის ენას მხოლოდ იმიტომ მიმართა, რომ ეჩვენებინა არასწორი, ირაციონალური აზრი ქალის შესახებ, მწერლის თანამედროვეთა წარმოდგენაში რომ არსებობდა. ამ წიგნში ქალის სამ სახეს, ქალზე არსებულ სამ სხვადასხვა შეხედულებას ვხედავთ. წმინდა, კეთილი ტონკასა და გულგრილი, ცოდვილი გრიჯიას სახეთა მკვეთრი ურთიერთდაპირისპირებით მწერალმა თითქოს შუასაუკუნეობრივი ანტითეზის ორი პოლუსი წარმოგვიდგინა (ქალის შესახებ ერთ-ერთი შუასაუკუნეობრივი წარმოდგენის მიხედვით, ქალი ან უბიწო ქალწულია, ამ მრუში კუდიანი). ამ შეხედულების გადმონაშთები ხელს უშლის ახალგაზრდა კაცს (ნოველა „ტონკა“) და ჰომოს („გრიჯია“) შეხვდნენ ქალს, მხოლოდ კეტენისათვის შეიძლება ამ შეხვედრას კეთილი დასასრული ჰქონდეს.
 

 

სრულად