დამხმარე რესურსი ქართული ენის მასწავლებლებისთვის!
გასული წლების განმავლობაში, 2018 წელს გრიფირებული „მშობლიური ენით“ ბევრმა მასწავლებელმა წარმატებით იხელმძღვანელა პირველ კლასში. ამჯერად ამ წიგნებს დამხმარე რესურსის სახით გთავაზობთ.
სახელმძღვანელო „ფერადი მარცვლების“ მეთოდზეა აგებული, რომლის დახმარებით მოსწავლეები ძალიან სწრაფად ეუფლებიან კითხვას. წიგნი გამოირჩევა ტექსტების თემატურ-ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ხოლო პლასტილინისაგან გამოძერწილი ფიგურების სამგანზომილებიანი ილუსტრაციები დადებით ემოციურ ეფექტს ახდენს ბავშვებზე.
კომპლექტში შედის სავარჯიშოებით მდიდარი სამუშაო რვეული და სავარჯიშო რვეული წერისთვის.
- ავტორები: ნესტან კუპრავა, დოდო ნაზირიშვილი, მზია ფოფხაძე, მაია ხაზიური.
შეიძინეთ მხოლოდ 12,50 ლარად, 26,50 ლარის ნაცვლად.
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.