მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის!
ეს წიგნები საუკეთესო საშუალებაა, სიღრმისეულად შეისწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“, ქართული აგიოგრაფიული პროზის ნაწარმოებები და ივარჯიშოთ წერაში.
წიგნების კომპლექტში შედის:
- „ვეფხისტყაოსანი - ტექსტი და განმარტებები“ – ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს თანამედროვე მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვებისა და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. წიგნში პოემის ტექსტს ერთვის მისი ანალიზი. ტექსტის კომენტარებისა და ანალიტიკური გზამკვლევის ავტორია თამაზ ვასაძე.
- ქართული აგიოგრაფიული პროზა ლიტერატურის შემსწავლელთათვის - წიგნში შედის „შუშანიკის წამება“, „აბოს წამება“ და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებების ტექსტები წარმოდგენილია ახლებური ფორმით - მათი ენობრივი განმარტებები სქოლიოში ან გამოცალკევებულ ლექსიკონში კი არ არის მოცემული, არამედ შერწყმულია, ინტეგრირებულია თვით ტექსტებთან. ავტორი თამაზ ვასაძე.
- როგორ ვწეროთ უკეთესად - სავარჯიშოების კრებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის - წიგნის მიზანია, XI კლასის სტანდარტით გათვალისწინებული ენობრივი საკითხების აქცენტირებით დაეხმაროს მოსწავლეს წერითი მეტყველების სრულყოფაში. მრავალფეროვანი სავარჯიშოები პუნქტუაციის, ფრაზეოლოგიზმების, სინონიმიის და სხვადასხვანაირი ენობრივი კონსტრუქციების უკეთ დაუფლებას შეუწყობს ხელს. ავტორი ნინო შარაშენიძე.
შეიძინეთ მხოლოდ 19,90 ლარად, 24,90 ლარის ნაცვლად.
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.