გამომცემლობა დიოგენე ახალ სერიას იწყებს!

გამომცემლობა დიოგენე ახალ სერიას იწყებს!

06.05.2025
88

გამომცემლობა დიოგენე ახალ სერიას იწყებს!

არამხატვრული წიგნების ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ შევაბიჯეთ. “დიოგენეს ბიბლიოთეკის” შემდეგ სერია “NONFICTION” თამამი და მეტად სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა ამ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდით. ახლა კი არამხატვრული წიგნების გამოცემის უკვე დიდი გამოცდილებითა და მკითხველისთვის ლიტერატურული არეალის გაფართოების ამბიციით, უჩვეულო სიახლეს გთავაზობთ.

სერია “SELF-HELP” მკითხველისთვის აქამდე უცნობ ავტორებსა და მათ მოულოდნელად საინტერესო ტექსტებს აერთიანებს - მანდარინის გაფცქვნის საიდუმლოდან თუ აღმოსავლური ფილოსოფიის თანამედროვე ინტერპრეტაციებიდან დაწყებული, ტოლტეკური სიბრძნის მემკვიდრეობითა და ხელოვნების მაგიური ძალით დამთავრებული…

სერია “SELF-HELP”-ის მოკრძალებული ხიბლი სწორედ მის სიმარტივეშია. ის ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ.

აქამდე აუთვისებელ მიწაზე ფეხის დადგმა ერთდროულად დამთრგუნველი და ამაღელვებელია, დიოგენეს გემოვნებიანი მკითხველისთვის შესაფერისი ლიტერატურის პოვნა კი განსაკუთრებით საფრთხილო საქმეა; თუმცა ჩვენს მკითხველს კარგად ვიცნობთ და ამას ჩვენი 30 წლიანი ისტორიაც ადასტურებს.

დანარჩენს ჯერ კიდევ საიდუმლოდ დავტოვებთ…

ჩვენი წიგნები კი მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას