„შემოქმედებითი წერის სახელოსნო“ - საზაფხულო კურსი მოზარდებისთვის

„შემოქმედებითი წერის სახელოსნო“ - საზაფხულო კურსი მოზარდებისთვის

03.06.2023
2405

გამომცემლობა „დიოგენე“ აცხადებს მიღებას ერთთვიან საზაფხულო კურსზე „შემოქმედებითი წერის სახელოსნო“, რომლის მიზანიც შემოქმედებითი წერის უნარის გაუმჯობესებაა.

ჯგუფის წევრები გაეცნობიან შემოქმედებითი წერის სხვადასხვა ასპექტს, მრავალფეროვანი სავარჯიშოების შესრულებით განივითარებენ წერის უნარს, ლიტერატურული ტექსტების ანალიზით მიიღებენ ცოდნას, რომელსაც წერის დროს გამოიყენებენ, შექმნიან მცირე ზომის ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

სახელოსნოს გაუძღვება მწერალი, პრემია „საბას“ ლაურეატი ირმა ტაველიძე.

კურსი განკუთვნილია 13-15 წლის მოზარდებისთვის.

„შემოქმედებითი წერის სახელოსნო“

კურსის მიზანი: ჯგუფის წევრებისთვის შემოქმედებითი წერის სხვადასხვა ასპექტის გაცნობა, პრაქტიკული მეცადინეობის, მრავალფეროვანი სავარჯიშოების შესრულების გზით წერის უნარის განვითარება, ლიტერატურული ტექსტების ანალიზის დახმარებით იმ ცოდნის მიღება, რომელიც მათ წერის დროს გამოადგებათ, მცირე ზომის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.  

რის შესახებ ვისაუბრებთ: ლიტერატურული ტექსტის სტრუქტურა, პერსონაჟის შექმნა, სიუჟეტის განვითარება, მთხრობელი და პერსპექტივა, ენა და სტილი, ლოგიკური კავშირები, ჟანრები და მათი საზღვრები, ბიოგრაფიული წყაროები, ავტობიოგრაფიული ტექსტები, კლიშეები და სხვა. 

როგორ ვიმუშავებთ: ჯგუფის წევრები შეასრულებენ სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოებს, შექმნიან მცირე ზომის ნაწარმოებებს და შეხვედრიდან შეხვედრამდე ეცდებიან ვარიანტების გაუმჯობესებას, მიიღებენ რჩევებს ხელმძღვანელისგან და ერთმანეთისგან. 

წავიკითხავთ სხვადასხვა თვალსაზრისით გამორჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ან მათ ფრაგმენტებს და დავაკვირდებით მწერლის ენას, ტექსტის სტრუქტურულ თავისებურებებს; გავაანალიზებთ შემოქმედებითი წერის იმ ასპექტთან მიმართებით, რომელიც სასაუბრო თემად გვექნება შეხვედრაზე.  

შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი 
ერთი თვე - კვირაში 2 შეხვედრა  
ღირებულება - 120 ლარი.
მისამართი: აფაქიძის ქუჩა #9, II სართ., „დიოგენეს“ ოფისი.

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/t6BrNKwevjg4aVYT6