სიახლე - „დიოგენეს“ ხმოვანი წიგნები „საბაზე“!
14.03.2023
2668
შესანიშნავი ახალი ამბავი ხმოვანი წიგნების მოყვარულთათვის - „დიოგენეს“ ხმოვანი წიგნები უკვე „საბაზეა“!
რამდენიმე კვირაა, რაც „საბას“ ინიციატივით მკითხველებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ხმოვანი წიგნები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გახმოვანდა.
ამ დროისათვის შეგიძლია მოუსმინო „რომეო და ჯულიეტას“ ახალ თარგმანსა და ჯუნიჩორო ტანიძაკის რომანს „ნაზი თოვა“. სამომავლოდ, თუკი პროექტი წარმატებულ სტარტს აიღებს, „საბას“ ხმოვანი წიგნების თაროს კიდევ არაერთი ჩვენი გამოცემის ხმოვანი ვერსია შეემატება.
თუკი დაინტერესდი, წიგნების სატესტო ფრაგმენტების მოსმენა უფასოდაც შეგიძლია. ამისათვის გადმოწერე „საბას“ აპლიკაცია და დარეგისტრირდი: http://bit.ly/საბაApp