სერია “NONFICTION”-ს სამი ფისქოლოგიური წიგნი დაემატა

სერია “NONFICTION”-ს სამი ფისქოლოგიური წიგნი დაემატა

22.12.2022
1077

გამომცემლობა „დიოგენე“ მოხარულია გაცნობოთ, რომ სერია “NONFICTION”-ს ერთდროულად სამი ახალი წიგნი დაემატა. არამხატვრული ლიტერატურის სამი გამორჩეული ნიმუში  ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის მომხიბლავ სამყაროს სიღრმისეულად იკვლევს. ეს ის წიგნებია, რომლებიც წლების წინ ჩვენს ბესტსელერებად იქცნენ და მკითხველი მოუთმენლად ელოდა მათ ხელახლა გამოცემას.

„ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს“ აერთიანებს ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის დარგში კლასიკად მიჩნეულ ორ წიგნს, რომელთა შესწავლა და ანალიზი დღესაც ინტენსიურად გრძელდება.
კარლ გუსტავ იუნგი, ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მკითხველს  სთავაზობს თავის უნიკალურ იდეებს, რომლებიც ადამიანების გონებისა და სულიერების უკეთ გაგებაში გვეხმარება.

მეორე წიგნი - „რჩეული შრომები“ - ფსიქოანალიზის მამის, ზიგმუნდ ფროიდის მნიშვნელოვან ნაშრომებს წარმოგვიდგენს. მათ შორისაა „ტოტემი და ტაბუ“, „ცივილიზაციით უკმაყოფილება“ და სხვა. მკითხველი დეტალურად გაეცნობა ფროიდის თეორიებს და მალევე აღმოაჩენს დღევანდელ სამყაროსთან მათ მუდმივ შესაბამისობას.

მესამე წიგნი, „ფსიქოანალიზის შესავალი“, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის მთავარი ნაშრომია. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც დაინტერესებულია ფსიქოანალიზის ევოლუციისა და მისი მუდმივი აქტუალობის გაგებით დღევანდელ მსოფლიოში.

სამივე წიგნი უკვე ხელმისაწვდომია დიოგენეს წიგნების მაღაზიასა და ასევე, წიგნის ყველა მაღაზიაში.