
„დიოგენეს ბიბლიოთეკას“ 3 წიგნი შეემატა!
16.11.2022
2485
გრძელდება ჩვენი ყველაზე მრავალწიგნიანი სერია - „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. მკითხველს ამჯერადაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვს - შექსპირისეული კლასიკიდან მე-20 საუკუნის წიგნებამდე:
• უილიამ შექსპირი, „რომეო და ჯულიეტა“ - ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ.
• ორიანა ფალაჩი, „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ - იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა.
• ფარლი მოუეტი, „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“ - ინგლისურიდან თარგმნეს ნანა კიკნაძემ და ალექსანდრე ქორელმა.