გამოვიდა „მერი პოპინსის“ სრული სერია!
27.01.2022
1457
ქართველ მკითხველს პირველად მიეცა საშუალება, წაიკითხოს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა _ პამელა ლინდონ ტრევერსის „მერი პოპინსის“ სრული სერია. ნაწარმოები 8 ნაწილისაგან შედგება, რომელიც 7 ტომად გამოიცა. პირველი და მეორე ტომები თარგმნა ლელა დუმბაძემ, დანარჩენი ხუთი კი - ია კოროშინაძემ. წიგნები გაფორმებულია მერი შეპარდის კლასიკური, შევ-თეთრი ილუსტრაციებით, ბოლო ორი ნაწილი კი - ფერადია.
სერია გამოვიდა „დიოგენესა“ და „პალიტრა L”-ის თანამშრომლობით.