ალფრედ ადლერის ფუნდამენტური ნაშრომი „ET CETERA”-ში!

ალფრედ ადლერის ფუნდამენტური ნაშრომი „ET CETERA”-ში!

22.12.2021
433

ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870 – 1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა. ფროიდისაგან განსხვავებით, ადლერი არაცნობიერისა და სექსუალობის როლს განმსაზღვრელად არ მიიჩნევს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ ფაქტორს. ადლერმა ჩამოაყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება. მისი აზრით, პიროვნების განვითარება, დიდწილად, ამ კომპლექსის კომპენსაციაზეა დამოკიდებული. „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ პირველად 1927 წელს გამოიცა. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს.
წიგნი გერმანულიდან თარგმნა თამარ ბოგვერაძემ.