ნეგატივი. 2009-1996
ზვიად რატიანი (1971), პოეტი და პოეზიის მთარგმნელი, ავტორია პოეტური კრებულებისა „გამომიგონე“ (1993), „ჩურჩულის გაკვეთილი“ (1994), „ჯიბის ჰაერი“ (2000), „გზები და დღეები“ (2005), „ნეგატივი. 2009-1996“ (2009) და „შენთვის შეიძლება“ (2015). არის პოეტური ანთოლოგიების „გადასახედი“ (1998) და „ქართული ლექსი, XX საუკუნე“ (2015) შემდგენელი.
ნათარგმნი აქვს ათობით პოეტის ლექსები, მათ შორის ცელანის, ელიოტის, რილკეს, ქრეინის, ფროსტის, პაუნდის, ოდენის, ლოუელის, მილოშის, ეშბერის, ლარკინის, ტრანსტრომერის, სტრენდის, სიმიკის, ზაგაევსკის, ვენცლოვას და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ კრებულისთვის „ნეგატივი. 2009-1996“, 2016 წელს - ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ კრებულისთვის „შენთვის შეიძლება“, 2017 წელს - ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია წლის საუკეთესო თარგმნილი პუბლიკაციისთვის (რობერ ჰასის ლექსები).