პიესები
0,0 (0 ხმა)
819
ამ წიგნის ორივე პიესა, პაატა ციკოლიას რეჟისურით წარმატებით დაიდგა ქართულ სცენაზე: „კალიგულა“ - ფოთის თეატრში, „მარივოს სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“ კი - ბათუმის თეატრში. პიესები ერთსა და იმავე თემას - ადამიანებს შორის ურთიერთობის უპერსპექტივობის, იმედგაცრუებისა და ანგარიშსწორების ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება.
ეს ტექსტები უშუალოდ რეპეტიციების პროცესშია შექმნილი და საგანგებოდ სცენის სპეციფიკაზეა მორგებული, მაგრამ დრამატურგიულ გამართულობასთან ერთად იმდენად მაღალმხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომ მკითხველზეც უდიდეს ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. 2015 წელს „კალიგულას“ წლის საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ნომინაციაში პრემია „დურუჯი“ მიენიჭა.