ახალი
მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება

მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება

საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსის, დაჩა მარაინის შემოქმედება მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. თავად მარაინი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.

“მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება” მეთვრამეტე საუკუნის იტალიის მასკულინურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ასახავს. რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. მთავარი პერსონაჟი იტალიელი დიდგვაროვანი ქალია, რომლის დრამატული ცხოვრების ფონზე მეთვრამეტე საუკუნის იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ყოფის მრავალფეროვანი პანორამა იშლება.

ეს არის ამბავი ქალზე, რომელიც სოციალური აკრძალვებისა და ტაბუების პირობებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს; რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. 

დაჩა მარაინი მარიანა უკრიას სახით ქალის დაუვიწყარ პროტოტიპს ქმნის - ინტელექტუალურს, მგრძნობიარეს, შეუპოვარს, დაუნდობლად გულწრფელსა და მებრძოლს, რომელიც მისჯილ სიჩუმეშიც კი პოულობს საკუთარ ხმას და ძალას, თავისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. მარიანა უკრია განსახიერებაა ყველა იმ ქალისა, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, დიდი ძალისხმევითა და შეუპოვრობით კი ცხოვრების გაგრძელება მოახერხეს.