
ოთხი თანხმობა
სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით - მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება.
დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა. ერთადერთი რამ, რაც ამ ოთხი თანხმობის შესრულებას სჭირდება, ძლიერი სურვილია, ხოლო თუ ამას შეძლებთ, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
ბედისწერას ვერსად გაექცევით, მაგრამ არჩევანი მაინც გაქვთ. ბედნიერება თქვენი არჩევანია; და სხვათა შორის, ტანჯვაც.