ჯონ ბენვილი
ავტორი
უცხოელი
ჯონ ბენვილი (8 დეკემბერი, 1945 წელი) თანამედროვე ირლანდიური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მწერალი 30 წელზე მეტი ჟურნალისტად მუშაობდა. 1970 წლიდან დღემდე ბენვილს არაერთი რომანი და მოთხრობა აქვს გამოცემული, ხოლო მისი ყველაზე ცნობილი წიგნია „ზღვა“(2005), რომლისთვისაც ავტორს ბუკერის პრემია მიენიჭა. მწერალი მანამდეც, 1989 წელს, იყო ნომინირებული ბუკერზე. ბენივილი სხვა მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელიცაა, რომელთა შორისაც არის 2011 წელს მოპოვებული ფრანც კაფკას პრემია. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბენვილი პარალელურად წერს კრიმინალურ რომანებს ბენჯამინ ბლექის ფსევდონიმით.