
ნუგზარ მუზაშვილი
ავტორი
ქართველი
ნუგზარ მუზაშვილი (1958) - მწერალი, ლიტერატურისმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იკვლევს ქართველი და ევროპელი მწერლების, როგორც განსხვავებულ კულტურათა წარმომადგენლების, შემოქმედებით და მსოფლმხედველობრივ თავისებურებებს; სხვადასხვა ლიტერატურულ-ესთეტიკური მიმდინარეობების წარმოშობისა და გავრცელების განმსაზღვრელ პირობებს.
ავტორია წიგნებისა: „ჩვენ და ისინი“, „გაქცევა ისტორიიდან“, „ანალოგიები“. თანაავტორებთან ერთად შექმნილი აქვს „დიოგენეს“ ქართული ენისა და ლიტერატურის X, XI და XII კლასების სახელმძღვანელოები.