მაია ხაზიური

მაია ხაზიური

ავტორი

ქართველი

მაია ხაზიური არის თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრი. 1994-95 წლებში სწავლობდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტში, კულტურისა და რელიგიის ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო 1999-2000 წლებში დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. იგი გახლავთ უფროსი მასწავლებელი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კულტურისა და რელიგიების მასწავლებლად, ბიოლოგიის მასწავლებლად, დაწყებითი კლასების მასწავლებლად და კურატორად. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელად. არის ’’კითხვის ეფექტური მეთოდები 2“-ის ფილმისა და გზამკვლევის თანაავტორი. არის „დიოგენეს“ I და II კლასების „მშობლიური ენის“ გრიფირებული სახელმძღვანელოს თანაავტორი.