პირველი პრემია „გალა“
წელი

2008

პირველი პრემია „გალა“

თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია „გალა“ 2007 წელს დაარსდა. პრემია 2012 წლამდე ყოველწლიურად გაიცემოდა და მისი მიზანი იყო საუკეთესო წიგნების, კინოსცენარების და საუკეთესო ლიტერატურული პროექტების გამოვლენა შვიდი ნომინაციის მიხედვით.

ჩვენი გამომცემლობისთვის პრემია „გალა“ პირველად 2008 წელს მიიღო მაია ბადრიძემ რობერტ მუზილის წიგნისს, „უთვისებო კაცის“, თარგმანისთვის. 2011 წელს პრემია გადაეცა ხათუნა ცხადაძეს უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ თარგმნისთვის. 2012 წელს „დიოგენემ“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: წლის საუკეთესო საბავშვო წიგნად დასახელდა თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“, ხოლო წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტად - „დიოგენეს ბიბლიოთეკა“.