„რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ.“ ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ხანში შესული ექიმისა და ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს.
ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება - ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.
25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან ”სრულ გასხივოსნებას” ჯონ აპდაიკმა ”გამაოგნებელი წიგნი” უწოდა.
ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.
ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი - ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა ”პორტნოის სინდრომი” მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის ”ლოლიტამ” და ჰენრი მილერის ”კირჩხიბის ტროპიკმა”.
მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.
რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის - ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს.
წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს „მწვანე გზას“ ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა, როგორც საუკეთესო რომანს. 1999-ში წიგნის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.
1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს.
”მოტოციკლისტის დღიური” სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი ”ჩე”, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია.
2004 წელს უოლტერ სალესმა ”მოტოციკლისტის დღიურის” მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.
ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარესამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას.
ამ რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ინგლისურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს.
„მიზერი“ სტივენ კინგის პირველი რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922 - 1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად - სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1957-ში მოახერხა.
„გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.
”დღიური” ნიკოლას სპარკსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, მისი ავტორი კი - ხმაურიანი დებიუტის წყალობით - სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა.
წიგნის არნახულ პოპულარობას ხელი მის მიხედვით 2004 წელს გადაღებულმა ფილმმაც შეუწყო. მარადიული სიყვარულის ეს ბრწყინვალედ მოთხრობილი ისტორია ქართულად პირველად ითარგმნა.
„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება.
უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული
”მებრძოლთა კლუბი” - ჩაკ პალანიკის პირველი რომანი - 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.
ორჰან ფამუქის ”სტამბოლი - მოგონებები და ქალაქი” 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.
„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. ქართული თარგმანის ავტორები ნატალია ნადირაშვილი და ეკა რაისნერი არიან.
ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. "რობერტ კოლეჯის" დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.
უმანკოების მუზეუმი ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია - ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.
უმანკოების მუზეუმის წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2010 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა.
რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.