წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნები :: ყველა

  • სათაური :    PHONICS
    ავტორები :    ინა ბარათაშვილი ეკა გოგილაშვილი თამარ ჯაფარიძე
    ISBN :    978-9941-11-032-0
    გვერდები :    104
    ფასი :    7.5 GEL
    ანოტაცია :   
    წიგნი მომზადდა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლება ისახავს, ერთი მხრივ, აღმზრდელობით მიზანს _ მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის (მეხსიერების, წარმოსახვის, ფანტაზიის, აზროვნებისა და სხვ.) გაღვივებას და განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ _ უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველების (მოსმენა-ლაპარაკი) ელემენტარული ჩვევის გამომუშავებასა და კულტუ
    სრულად
  • სათაური :    აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ
    ავტორი :    სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი
    ISBN :    978-9941-11-213-3
    გვერდები :    30
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    ციცქნა და დიდი ყურცქვიტას ამბავი, რომლებიც არკვევენ ვის უფრო მეტად უყვარს მეორე, თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.
    სრულად
  • სათაური :    ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე
    ავტორი :    ზაალ სამადაშვილი
    ISBN :    978-9941-11-281-2
    გვერდები :    200
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    ”ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე” ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს. ”მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად ”ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი... ”
    სრულად
  • სათაური :    ალი და ნინო
    ავტორი :    ყურბან საიდი
    ISBN :    978-9941-11-520-2
    გვერდები :    246
    ფასი :    11.9 GEL
    ანოტაცია :   
    რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს. რაც შეეხება წიგნის ავტორს - დღემდე უცნობია ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიეძღვნა. ერთი რამ უდავოა - „ალი და ნინოს“ ავტორი სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის მკითხველებისთვის ერთნაირად ახლობელია.
    სრულად
  • სათაური :    ამერიკული პასტორალი
    ავტორი :    ფილიპ როთი
    ISBN :    978-9941-11-481-6
    გვერდები :    612
    ფასი :    14.9 GEL
    ანოტაცია :   
    სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. ბრწყინვალე სპორტსმენს უფროსები პატივს სცემენ, თანასკოლელ გოგონებს უყვართ, ბიჭები კი აღმერთებენ. „შვედი“ თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული, მშობლებისა და
    სრულად
  • სათაური :    ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება
    ავტორი :    რომენ გარი
    ISBN :    978-9941-11-447-2
    გვერდები :    230
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო.
    სრულად
  • სათაური :    არრა!
    ავტორი :    მარტა ალტესი
    ISBN :    978-9941-11-251-5
    გვერდები :    32
    ფასი :    4.9 GEL
    ანოტაცია :   
    რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... ”არრა!” მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა.
    სრულად
  • სათაური :    არჩევანი
    ავტორი :    გოლი თარაყი
    ISBN :    978-9941-11-549-3
    გვერდები :    266
    ფასი :    12.9 GEL
    ანოტაცია :   
    გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხ
    სრულად
  • სათაური :    აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის)
    ავტორები :    მარკ ბელასენი ოლგა შავერნე
    ISBN :    978-9941-11-462-5
    გვერდები :    310
    ფასი :    10.9 GEL
    ანოტაცია :   
    როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი?
    სრულად
  • სათაური :    აქ და ახლა - წერილები (2008-2011)
    ავტორები :    პოლ ოსტერი ჯონ მაქსველ კუტზეე
    ISBN :    978-9941-11-394-9
    გვერდები :    332
    ფასი :    9.9 GEL
    ანოტაცია :   
    მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.
    სრულად