სიახლეები

Facebook

 

კონტაქტი

სათაური*

მიმღები*

თქვენი ელ-ფოსტა*

შეტყობინება*

 

 

Diogene Publishers

9,Apakidze street

0171 Tbilisi,Georgia

Tel.: +99532 2213321

email: adm@diogene.ge

 

გამომცემლობა „დიოგენე“ წლის განმავლობაში უამრავ წერილს იღებს, რომლებშიც ავტორები და მთარგმნელები ორიგინალური თუ ნათარგმნი ტექსტების გამოცემას გვთავაზობენ. ეს წერილები, ზოგჯერ, არასრულ ინფორმაციას და შთაბეჭდილების შესაქმნელად არასაკმარისი ოდენობის ტექსტებს შეიცავს, უფრო ხშირად კი ინფორმაცია და ტექსტის მოცულობა საკმარისზე მეტია ხოლმე.

 

ეს გახლავთ იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი უნდა აკმაყოფილებდეს.

 

მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა

გამოგვიგზავნეთ მისამართზე publish@diogene.ge

1. ორიგინალური ნაწარმოების სრული ტექსტი ან ტექსტის ნაწილი;

2. ტექსტის სინოფსისი (500 სიტყვამდე);

3. ზოგადი ინფორმაცია ავტორის შესახებ (სურვილის შემთხვევაში).

 

პოეზია

გამოგვიგზავნეთ მისამართზე publish@diogene.ge

1. ლექსები (500 სტრიქონამდე);

2. ზოგადი ინფორმაცია ავტორის შესახებ (სურვილის შემთხვევაში).

 

თარგმანი

გამოგვიგზავნეთ მისამართზე publish@diogene.ge

1. ზოგადი ინფორმაცია სათარგმნი წიგნის და ავტორის შესახებ (ინტერნეტ-ლინკები ინგლისურ ან ორიგინალის ენაზე საკმარისია);

2. წიგნის სინოფსისი (500 სიტყვამდე);

3. თარგმანის ნიმუში (2000-დან 3000 სიტყვამდე) ორიგინალის შესაბამისი ნაწყვეტის თანხლებით.

4. ზოგადი ინფორმაცია მთარგმნელის შესახებ (სურვილის შემთხვევაში).

 

შუალედური ენიდან შესრულებული თარგმანები არ განიხილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში (მხოლოდ დაინტერესების შემთხვევაში) გამომცემლობის წარმომადგენელი თქვენი წერილის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ.