წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ჰენდერსონი, წვიმის მეფე

სათაური :    ჰენდერსონი, წვიმის მეფე
ავტორი :    სოლ ბელოუ
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-444-1
გვერდები :    562
ფასი :    16.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ.

 

სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. ”ჰენდერსონი, წვიმის მეფე” - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება: ”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ!”

 

სერია ”ამერიკელები”


 
მიმაგრებული ფაილები