წიგნების კატეგორიები

Facebook

 

წიგნი :: ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში

სათაური :    ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში
ავტორი :    ჰანტერ ს. თომპსონი
კატეგორია :    უცხოური პროზა
ISBN :    978-9941-11-407-6
გვერდები :    216
ფასი :    12.9 GEL
ფორმატი :   
ყდის ტიპი :    მაგარი ყდა
 
ანოტაცია

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც  აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. 


„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად  გამგზავრების ამბავი.

 

სერია ”ამერიკელები” 


 
მიმაგრებული ფაილები