
...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
„...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება...
სრულიად ლოგიკურია, რომ რომანი კენ კიზიმ დაწერა - ადამიანმა, რომელიც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მუდმივი, ნაირგვარი შემოქმედებითი ძიებებით ამერიკული კონტრკულტურის ორგანული ნაწილი იყო.
წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.
წიგნის დეტალები
სათაური
...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
9789941116612
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
396 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,331 კგ